,,მთავარსარდლადწოდებულმა ადამიანებმა ცხედრები ბრძოლის ველზე მიატოვეს! ეს იგულისხმა რიჟვაძემ” – ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას ეხმაურება. რიჟვაძემ 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული“ ომი უწოდა.

გია ვოლსკის თქმმით, მთავარსარდლადწოდებულმა ადამიანებმა მიატოვეს ცხედრები ბრძოლის ველზე და ეს იგულისხმა თორნიკე რიჟვაძემ.

,,მთავარსარდალი, რომელმაც სამწუხაროდ მთელი მსოფლიოს თვალწინ და იქვე სტუმრის თვალწინ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვალწინ იხოხიალა მიწაზე, როდესაც შორიდან თვითმფრინავის ხმა შემოესმა და უფრო მეტიც, იმ სამხედროებმა, რომლებიც დღეს სამხედროებადწოდებულმა ადამიანმა და მთავარსარდლადწოდებულმა ადამიანებმა მიატოვეს ცხედრები, გმირულად დაღუპული ბიჭების ბრძოლის ველზე, ეს იგულისხმა თორნიკე რიჟვაძემ. მხედარმთავარი მიწაზე მოხოხიალე არის ლაჩარი!”, – აცხადებს ვოლსკი.

 

მსგავსი თემები