,,გული კინაღამ გამისკდა, რა დღეში ჩამაგდეს – ვის რას უხსნი, რომ ელტონ ჯონი გენიალურია, ამას უხსნი?!”- თემურ ჭყონია

ბიზნესმენი თემურ ჭყონია კომპანია ”მაკდონალდსის” მიერ, თავდაპირველად გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. ჭყონიას თქმით, აღნიშნული განცხადება მასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

,,ჩემთან შეთანხმებული არ იყო. არაფერი საბოდიშო არ არის იმაში, რასაც გლობალური მაკდონალდსი აკეთებს. არც ვიცოდი ამ განცხადების შესახებ, შეხვედრაზე ვიყავი, გული კინაღამ გამისკდა. რა დღეში ჩამაგდეს… განცხადებაში არც ახსნა არ იყო საჭირო – ვის რას უხსნი, რომ ელტონ ჯონი გენიალურია, ამას უხსნი?!. ეს არ არის მოქალაქეობრივი პოზიცია, ერთ დღეს აკეთებდე ერთს და მეორე დღეს იხდიდე ბოდიშს – არაფერი ბოდიშის მოსახდელი არ არის, უბრალოდ, ზოგს უნდა გაიგოს, რომ პროპაგანდაა…მე შეურაცხყოფილი ვარ, როგორ გადავიტან ამ თემას, არ ვიცი,”- განუცხადა თემურ ჭყონიამ ”რადიო თავისუფლებასთან”.

ცნობისთვის, მაკდონალდსმა თავდაპირველ განცხადებაში ბოდიში მოიხადა ელტონ ჯონის შესახებ წიგნის გამო, მოგვიანებით კი აღნიშნული განცხადება წაშალა. მოგვიანებით გამოქვეყნდა მეორე განცხადებაც, სადაც კომპანია ბუნდოვანების გამო ბოდიშს იხდის.

მსგავსი თემები