პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში, დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში, მართვის მოწმობის გარეშე მართავდა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც „ფორდ ფოკუსის“ მარკის ავტომობილს მართავდა, ნოვი ტომისლის პოლიციის პატრულმა მიცკევიჩის ქუჩაზე გააჩერა. ალკოტესტმა აჩვენა, რომ ქართველი საჭეს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მას მართვის მოწმობაც ჩამორთმეული ჰქონდა. ქართველს ხუთ წლამდე პატიმრობა და დიდი ჯარიმა ემუქრება.

მსგავსი თემები