ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ ხმაური იყო.

დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის გამოსვლას მოჰყვა, რომელსაც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ უპასუხ

,,მანტია აქვთ მოსხმული, რომ  ესენი არიან თითქოს ევროპული ღირებულებების მატარებლები, მაგრამ სინამდვილეში, ერთ ხელში ხელკეტი ეჭირათ და იმით აუპატიურებდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მეორე ხელში ცოცხი და ამით პატივს ყრიდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. მაინტერესებს, ეს არის ევროპული ღირებულება ?” – განაცხადა ღუდუშაურმა.

თინა ბოკუჩავამ შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილება გააპროტესტა იმის გამო, რომ რომ დეპუტატს ავტომატურ რეჟიმში, 30 წამით დრო გაუხანგრძლივა.

 

 

 

მსგავსი თემები