,,მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით საქართველოს საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალანსებულ პარტნიორულ ურთირთობებზე”- ილია დარჩიაშვილი

,,მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით საქართველოს საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალანსებულ პარტნიორულ ურთირთობებზე და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე,” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  მიზანია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილმეზობლობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.

,,საქართველომ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში ქმედითი ნაბიჯები გადადგა ორ მეზობელ ქვეყანას შორის კონსტრუქციული დიალოგის მიმართულებით. გამოვთქვამთ მზაობას, მომავალშიც გავაგრძელოთ ამ მიმართულებით ჩართულობა, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს აქვს ბუნებრივი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. გამოვთქვამთ მზაობას, ნებისმიერ დროს შევიტანოთ ჩვენი ღირებული წვლილი. ყველას კარგად გვახსოვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი ჩართულობა ამ პროცესში და ის კონკრეტული შედეგები, რომელიც მისმა ძალისხმევამ მოიტანა ჩვენი ორი სამხრეთელი მეზობლის დაახლოებასა და ასე ვთქვათ, ურთიერთობების გაუმჯობესებაში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი თემები