,,ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა დააკისროს სანქციები ჩართულ სახელმწიფოებსა და კომპანიებს”- ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, რომ ომამდელ პერიოდთან შედარებით საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის ვაჭრობის ზრდა 800%-მდეა გაზრდილი. მისი თქმით, ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა/სანქციები ჩართულ სახელმწიფოებსა და კომპანიებს. ,,მესამე ქვეყნების საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის ვაჭრობის ზრდა 800%-მდეა ომამდელ პერიოდთან შედარებით. რა თქმა უნდა, ეს არის ევროკავშირის სანქციების თავიდან არიდება. ეს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას ადგება.ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა/სანქციები ჩართულ სახელმწიფოებსა და კომპანიებს”, – წერს კრამონი.  

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპი უკრაინაში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი უკრაინაში მიიწვია. ზელენსკი მათ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადად, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ აშშ-ის სამხედრო დახმარებას უკრაინის მიმართ. ,,რომელიმე კანდიდატი ან სენატორი, ვინც ფიქრობს, რომ ძვირი ჯდება უკრაინისთვის აშშ-ს მხარდაჭერა, მზადაა ომში წასასვლელად? ბრძოლისთვის? მისი შვილების გასაშვებად? მზად არიან სიკვდილისთვის? რადგან მათ ამის გაკეთება მოუწევთ, თუ NATO ჩაერთვება ომში და თუ უკრაინა დამარცხდება, თუ რუსეთი უკრაინის ოკუპაციას მოახდენს, რუსეთი გააგრძელებს ამას ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთსა და ა.შ. ისინი ომს დაიწყებენ NATO-ს რომელიმე წევრ ქვეყანასთან და ამ სიტუაციაში აშშ-ს…

მეტი...

ბულგარეთი უკრაინას საარტილერიო ჭურვებით დაეხმარება

ბულგარეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, უკრაინას საარტილერიო ჭურვებით დაეხმარებიან. როგორც თავდაცვის მინისრი აცხადებს, შესაძლებელია, უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდება. ბულგარეთი ევროკავშირის ორი ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელიც არ შეუერთდა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვას ევროპის თავდაცვის სააგენტოს საშუალებით. თავდასცბის ახალი მინისტრი თოდორ თაგარევი აცხადებს რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გადახედვა უნდა მოხდეს. „ვფიქრობ, შევძლებთ უკრაინისთვის საჭირო საბრძოლო მასალის ნაწილის მიწოდებას. პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, თუმცა, აუცილებლად ჩავდებთ ძალისხმევას და მჯერა, ვიპოვით გზას“, – განაცხადა თაგარევმა.  

მეტი...

სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

კახეთში, სტიქიის ზონაში ამ დრომდე უმძიმესი ვითარებაა. გურჯაანის მუნიციპალიტეტი უხვმა ნალექმა და სეტყვამ მნიშვნელოვნად დააზარალა. მდინარე და ხევი ადიდდა, ჯებირები გაარღვია და ცენტრალურუ გზა ტალახით, ნარჩენებით, ხის მორებიტა და ნაგვით დაფარა. დაიმტვრა და წყალში აღმოჩნდა არაერთი მანქანა. მძიმე ტექნიკა ადგილზე ამ დრომდე მუშაობს. დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები, სახლის პირველი სართულები, ადმინისტრაციული შენობები, წყალდიდობამ  ქალაქის ინფრასტრუქტურაც გაანადგურა. დაისეტყვა და განადგურდა ვენახიც.  

მეტი...

რუსულმა არმიამ ხერსონი ისევ დაბომბა

უკრაინაში ისევ ,სხვერპლია. რუსულმა ჯარებმა ამჯერად ხერსონის ოლქი დაბომბეს. არიან დაღუპულებიც და დაშავებულებიც. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 21-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, მოხდა 90-ზე მეტი აფეთქება, დაშავდა 3 ბავშვი. ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის ინფორმაციით, რუსულმა მხარემ  ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქიდან 150 ბავშვი გაიტაცა.  

მეტი...

პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან

საკანონმდებლო ორგანში საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ. დარჩიაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში მივა. მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი სესია კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდება.

მეტი...

ოფიცერს „ორფოლოს“ პოლიგონზე მეხი დაეცა, ვითარება ისევ კრიტიკულად მძიმეა

ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძის  ჯანმრთელობის მდგომარეონა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმე რჩება.  ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური საველე სწავლების დროს, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა. “ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა. დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს და დაუყონებლივ გადაიყვანეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც მას რეანიმაციული ღონისძიებები უტარდება. პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა“ – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.  

მეტი...

უკრაინა „ლეოპარდებს“ ესპანეთისგანაც ელოდება

ომში მყოფი უკრაინა ისევ და ისევ სამხედრო შეიარაღებასა და იარაღებს ითხოვს. ერთ-ერთი სამხედრო შეიარაღება, რაც უკრაინული მხარის განცხადებით მათ სჭირდებათ „ლეოპარდია“ ტიპის ტანკებია. ამ მხრივ უკრაინას დახმარებას ესპანეთის გაუწევს. როგორც ესპანეთის თავდაცვის მინისტრი მარგარიტა რობლესი აცხადებს, ესპანეთი უკრაინას გადასცემს 20 საბრძოლო ჯავშანმანქანას, საველე ჰოსპიტალს და „ლეოპარდის“ ტიპის 4 ტანკს. უკრაინა ესპანეთის დახმარებას მიმდინარე თვეს მიიღებს.

მეტი...

„როცა ფულს დაკარგავს ყველა რუსი, მნიშვნელოვანი მიზანი იქნება მიღწეული“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში რუსი ბიზნესმენებისა და კრემლთან დაკავშირებული პირების ქონების კონფისკაცაზე ისაუბრბა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, ერთ-ერთი სამიზნე სწორედ მათი ქონების გარეშე დატოვებაა. „უკრაინას გადადგმული აქვს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ნაბიჯები, რომლებიც აძლიერებენ ქვეყნის პოზიციებს რამდენიმე სფეროში. რუსეთის მსგავს დიქტატურებში ფული ყველაზე მაღალი ღირებულებაა. განსაკუთრებით მათთვის, ვინც ემსახურება მმართველ რეჟიმს ან რეალურად არის სახელმწიფო სტრუქტურების მფლობელი. როცა ფულს დაკარგავს ტერორისტული სახელმწიფო და ყველა რუსი ადამიანი,  რომელთა კრემლთან თანამშრომლობამაც შექმნა პირობები რუსული აგრესიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი იქნება მიღწეული. ისინი იგრძნობენ, რა არის დანაკარგი. ისინი არ სცემენ პატივს სიცოცხლეს და არ ნანობენ, როცა…

მეტი...