,,კატასტროფული ვითარება იქნებოდა, თუ მოვუსმენდით ჩვენს ოპონენტებს და მათი სურვილით განვავითარებდით საგარეო პოლიტიკას”- მინისტრი

,,კატასტროფული ვითარება იქნებოდა, თუ მოვუსმენდით ჩვენს ოპონენტებს და მათი ნარატივით, მათი სურვილით, მათი ხედვებით განვავითარებდით საგარეო პოლიტიკას,” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა თანმიმდევრული და  ხალხის, ქვეყნის ინტერესებზეა მორგებული.

„ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის თანმიმდევრული, ჩვენი ხალხის, ქვეყნის ინტერესებზე მორგებული და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენი მიზანია, ჩვენი ქვეყანა მშვიდობით, კეთილდღეობით ვატაროთ ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. მოგწონთ თუ არა ეს, ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ. საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი თანხვედრაშია, თქვენგან ვერ მივიღებთ პრეტენზიებს. სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ აქცია კონსტიტუციურ ნორმად ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი, რაც მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მსგავსი თემები