ხმაური და დაპირისპირება სტიქიის ზონაში – გურჯაანში გიორგი ბოტკოველს დაუპირისპირდნენ

გურჯაანში სტიქიის შედეგად დატბორილი ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სტიქიის ზონაში, “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული მდივნისა და დეპუტატის, გიორგი ბოტკოველის ჩასვლას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ბოტკოველს იაფასიანი პოპულისტი უწოდეს. თავისმხრივ, გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მეტიჩართულობაა საჭირო.

,,მე იგივე პასუხიმსგებლობას ვგრძნობ ნებისმიერი გურაჯაანელის მიმართ და იმ გაჭირვებული ადამიანის მიმართ, ვინც დაზიანდა. ჩვენ ვხედავთ, ინფრასტრუქტურა დაზიანებულია და ამასთან ერთად, კერძო სექტორია დაზიანებული, როგორც მოსავალი, ისე სახლები, შევარდნილია წყალი. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, რომ დროული რეაგირებაა საჭირო,” – აცხადებს გიორგი ბოტკოველი ტვ პირველთან.

მსგავსი თემები