,,მართვით სუნთქვაზეა, სერიოზული დაზიანება აქვს მიღებული”- როგორია პოლკოვნიკის მდგომარეობა, რომელსაც მეხი დაეცა

ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძის  ჯანმრთელობის მდგომარეონა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმე რჩება.  ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური საველე სწავლების დროს, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა.

ექიმის განცხადებით, აფრასიძეს მეხის დაცემის შედეგად, სერიოზული ტრამვა აქვს მიღებული.

,,მართვით სუნთქვაზეა, საკმაოდ სერიოზული ტრამვა აქვს მიღებული მეხის დაცემით. სტაბილიზაციას ვინარჩუნებთ, თუმცა ტრამვა საკმაოდ სერიოზულია. დამწვრობა გულ-მკერდზე და კიდურებზე აღენიშნება. მე-3 მე-4 ხარისხის დამწვრობები აქვს. ტრამვიდან ძალიან ცოტა დროა გასული, რომ რამე გადაჭრით ვთქვათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკმაოდ სერიოზული დაზიანება აქვს მიღებული”,  – განუცხადა ექიმმა ტვ პირველს.

ოფიცერს „ორფოლოს“ პოლიგონზე მეხი დაეცა, ვითარება ისევ კრიტიკულად მძიმეა

მსგავსი თემები