,,შევიკრიბოთ კვირას 19:00 საათზე პარლამენტის წინ”- გიორგი გახარია

პარტია ”საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ცხოველების მხარდამჭერ აქციას უერთდება. ყოფილი პრემიერი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” ვიდეოს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში გახშირდა სასტიკი მოპყრობა ცხოველებისადმი.

,,სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში გახშირდა სასტიკი მოპყრობა ცხოველებისადმი. ნებისმიერ საზოგადოებაში როგორ ეპყრობიან ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ბევრ რამეზე მოქმედებს, ამიტომ იმისათვის, რომ ჩვენ ვაჩვენოთ როგორ გვიყვარს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები მოდით შევიკრიბოთ კვირას 19:00 საათზე პარლამენტის წინ,” – აცხადებს გიორგი გახარია.

მსგავსი თემები