,,როცა ფულს დაკარგავს ყველა რუსი, რომელთა კრემლთან თანამშრომლობამაც შექმნა პირობები  აგრესიისთვის, მნიშვნელოვანი მიზანი იქნება მიღწეული”- ზელენსკი

,,როცა ფულს დაკარგავს ყველა რუსი პირი, რომელთა კრემლთან თანამშრომლობამაც შექმნა პირობები რუსული აგრესიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი იქნება მიღწეული,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას მნიშვნელოვანი საერთაშორისო ნაბიჯებიაქვს გადადგმული, რომლებიც ქვეყნის პოზიციებს რამდენიმე სფეროში ერთდროულად აძლიერებენ.

„რუსეთის მსგავს დიქტატურებში ფული ყველაზე მაღალი ღირებულებაა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ემსახურება მმართველ რეჟიმს ან რეალურად არის სახელმწიფო სტრუქტურების მფლობელი. როცა ფულს დაკარგავს ტერორისტული სახელმწიფო და ყველა რუსი პირი, რომელთა კრემლთან თანამშრომლობამაც შექმნა პირობები რუსული აგრესიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი იქნება მიღწეული – ისინი იგრძნობენ, რა არის დანაკარგი. ისინი არ სცემენ პატივს სიცოცხლეს და არ ნანობენ, როცა ადამიანები იღუპებიან“, – განაცხადა  ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები