„საკრებულოს ნომერ პირველი ჯამბაზი“ – კახა კალაძე ირაკლი ნადირაძეს

თბილისის საკრებულოს სხდომა, სადაც თბილისის მერი და მოადგილეები იმყოფებიან, ხმაურით მიმდინარეობს. კახა კალაძემ ხმაურის ერთ-ერთ ადრესატს, „ნაციონალური“ მოძრაობის წარმომადგენელს პირველი ჯამბაზი უწოდა.     

„ლევან ხაბეიშვილი, საკრებულოს ნომერ პირველი ჯამბაზი ირაკლი ნადირაძემ ჩაანაცვლა. მივცეთ იმის შესაძლებლობა, გავერთოთ“- მიმართა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ირაკლი ნადირაძეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კახა კალაძეს კორუმპირებულობაში ადანაშაულებენ. კერძოდ, ირაკლი ნადირაძემ თბილისის მერს კითხვით მიმართა როდემდე უნდა ზიდოს თბილისის ბიუჯეტის თანხები მილანში და მაგალითად მილანიდან ჩამოტანილი ნაძვის ხე, განათება, სკამები თუ სხვა ინფრასტრუქტურა დაუსახელა.     

“მილანური ნაძვის ხე, მილანური განათებები, მილანური სკამები, მილანური ბუჩქები და ხეები, საბავშვო საქანელები, ბატონო კახი, მაინტერესებს კიდევ რამდენი მილიონი ლარი უნდა გაზიდოთ თბილისის ბიუჯეტიდან მილანში” – მიმართა ნადირაძემ კალაძეს.

მსგავსი თემები