პოლონეთში კოსმეტიკისა და ველოსიპედის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში დააკავეს 46 წლის ქართველი კაცი, რომელიც მოპარული ნივთებით ვაჭრობდა. პოლონური მედიის ინფორმაციით, დაკავებულის სახელს ქურდობის კიდევ 7  ფაქტი უკავშირდება.

ქართველმა აპრილსა და მაისში სხვადასხვა ბრენდის კოსმეტიკა მოიპარა, ზარალის მთლიანმა ღირებულებამ თითქმის 9 300 პოლონური ზლოტი შეადგინა. მან მოიპარა კრემები და ლოსიონები, რომელთა ღირებულება თითქმის 2000 პოლონური ზლოტია.

46 წლის ეჭვმიტანილმა კოსმეტიკური საშუალებების გარდა, ბრენდირებული ველოსიპედიც მოიპარა. მას 7,5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი თემები