,,გლობალური „ომის პარტიის“ წარმომადგენლად შეუძლია მიიჩნიოს თავი ყველამ, ვისი განცხადებებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, ევროპულ ინტეგრაციას”- მინისტრი

,,გლობალური „ომის პარტიის“ წარმომადგენლად შეუძლია მიიჩნიოს თავი ყველამ, ვისი განცხადებებიც, ქმედებებიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოებას, ევროპულ ინტეგრაციას, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს,”- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

ილია დარჩიაშვილმა მინისტრის საათის ფორმატში,  კითხვის საპასუხოდ განმარტა თუ ვინ იგულისხმება “გლობალურ ომის პარტიაში”.

,,ყველას შეუძლია, ჩვენი ოპონენტებიდან თავი მიაკუთვნოს „ომის პარტიას“, რომელიც თავისი განცხადებებით, უსაფუძვლო ბრალდებებით, საფუძველს მოკლებული შეხედულებების გაზიარებით, საუბრით საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას, უსაფრთხოებას, ეკონომიკურ განვითარებას და ევროპულ მომავალს. საუბრობდით ევროკავშირის იმპერიის დაშლაზე, ჩემთვის უცნობია, რომელ გადაცემებს უყურებთ. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი, ამისთვის ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ აქცია საქართველოს ევროპული მომავალი კონსტიტუციურ ნორმად და ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის  განხორციელებას, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის კეთილდღეობის უზრუნველყოფას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მსგავსი თემები