გუშინ, კახეთში, „ყვარლის ტბასთან“ დაკავებული 17-ვე პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. აქციის ორმა მონაწილემ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო, 14-ის სასამართლო პროცესი კი, დაცვის მხარის მოთხოვნის საფუძველზე გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ დაკავებული პირები „ყვარლის ტბაზე“ რუსულ ქორწილს აპროტესტებდნენ. ზოგიერთმა მათგანმა, სასტუმროს ტერიტორიაზე შემსვლელ ტრანსპორტს კვერცხები ესროლა.