დაკავებული ელენე ხოშტარია იზოლატორში სახალხო დამცველის წარმომადგენლებს არ შეხვდა

პარლამენტის ყოფილი წევრი, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც გუშინ თელავში დააკავეს, სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უარს აცხადებს. როგორც ომბუდსმენი ლევან იოსელიანი აცხადებს, მისი აპარატი ყველა დაკავებულის მდგომარეობას შეისწავლის.

„სახალხო დამცველის წარმომადგენლები ჩართულები არიან ამ პროცესში, ჩემი ინფორმაციით. 17-მდე ადამიანია დაკავებული და ყველა მათგანთან შედიან, ნახულობენ. ხოშტარიამ უარი განაცხადა მასთან შეხვედრაზე. ჩვენ ჩვენი უფლებების ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დაკავებული ადამიანების უფლებები იყოს დაცული და ამ პროცესზე ჩვენ მონიტორინგი გავაკეთოთ“, – განაცხადა იოსელიანმა მედიასთან.

მსგავსი თემები