,,მსოფლიოს საკმარისი ძალა აქვს, რათა რუსეთს აიძულოს ეტაპობრივად აღადგინოს მშვიდობა”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოს საკმარისი ძალა აქვს, რათა რუსეთს აიძულოს ეტაპობრივად აღადგინოს მშვიდობა. მისივე თქმით, სანამ დამპყრობლები უკრაინის მიწაზე რჩებიან, რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან არავინ დაჯდება.

,,ჩვენი სამყარო უზარმაზარია, მაგრამ ჩვენ ყველანი ერთად ვართ. ჩვენი საერთო მიზანია – მშვიდობა. უკრაინამ მსოფლიოს თავისი მშვიდობის ფორმულა შესთავაზა. მანამ, სანამ დამპყრობლები ჩვენს მიწაზე რჩებიან, რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან არავინ დაჯდება. კოლონიზატორი უნდა წავიდეს და მსოფლიოს საკმარისი ძალა აქვს, რათა რუსეთს აიძულოს ეტაპობრივად აღადგინოს მშვიდობა.

ჩვენ შევიმუშავეთ მშვიდობის ფორმულა, რომელიც უზრუნველყოფს გაეროს რეზოლუციის თითოეულ პუნქტს და რომელშიც ყველას შეუძლია წვლილის შეტანა.  იაპონიიდან არაბულ ქვეყნებამდე, ევროპიდან ლათინო ამერიკამდე – ჩვენ ვპოულობთ მხარდაჭერას ჩვენი ფორმულისთვის და ჩვენ ვაგრძელებთ ამ საქმეს,”- წერს ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტზე მყოფი, ზელენსკი.

მსგავსი თემები