ელენე ხოშტარია ადასტურებს, რომ პოლიციის უფროსს ფიზიკურად დაუპირისპირდა

იზოლატორიდან გათავისუფლებული ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ სასამართლოსთან არ ითანამშრომლებს, არც პროცესზე მივა და არც ჯარიმის გადახდას აპირებს.

„მე ვიცი რას მედავებიან. მე ღიად ვამბობდი და ყველგან ვიტყვი ამას. დიახ, მე დავუპირისპირდი პოლიციის უფროსს ფიზიკურად, რომელიც ამას იმსახურებდა, იმიტომ, რომ მან იძალადა მოქალაქეებზე დ ის იცავდა ლავროვს. პრობლემა არ მაქვს არანაირი ვითომ სამართლებრივი პროცესის. ეს არ არის სამართლებრივი, ეს არის მოძალადე რუსი სახელმწიფო. დამალვა, გადამალვა, ადვოკატის არშემოშვება ეს ჩვეულებრივი რამაა. მე ზოგადად არ ვთანამშრომლობ სასამართლოსთან არც ერთ ეტაპზე. ეს არ არის სასამართლო, ეს არის სანქცირებული კლანის დაჯგუფება. როგორც სისტემა, ეს არის მონების სისტემა. არც სასამართლოზე ვაპირებ მისვლას და არც ჯარიმის გადახდას“ – აცხადებს ხოშტარია.

მისი სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

მსგავსი თემები