„უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“ – რიში სუნაკი

„უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“-  ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა. მისი თქმით, ზაფხულში ბრიტანეთი უკრაინელი მფრინავების წვრთნებს დაიწყებს.

,,დიდი ბრიტანეთი ზაფხულში უკრაინელი მფრინავების F-16 ავიაგამანადგურებლების მართვაში წვრთნებს დაიწყებს, რითაც ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გრძელვადიან პერსპექტივაში გაძლიერებას. უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა. უკრაინამ არა მხოლოდ ომი უნდა მოიგოს, არამედ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა”, – განაცხადა სუნაკმა  ჰიროსიმაში, დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში.

მსგავსი თემები