ელენე ხოშტარია გაათავისუფლეს, ის იზოლატორიდან უკვე გამოვიდა

როგორც ხოშტარია მედიასთან აცხადებს პოლიცია, რომელიც ასე იქცევა, ყოველთვის მიიღებს მსგავსი პასუხს.

„ყვარელში რაც მოხდა, როგორც იქცეოდა პოლიცია, ამის შემდეგ, მე წავედი კახეთში პირდაპირ. ჩემს თვალწინ, მგონი პოლიციის უფროსი იყო, გამოყარა ადვოკატი შენობიდან, რის გამოც მე მას ფიზიკურად დავუპირისპირდი. პოლიცია, რომელიც იცავს ლავროვს, პოლიცია, რომელიც ძალადობს საკუთარ მოქალქეებზე, პოლიცია, რომელსაც არ რცხვენია რომ ლავროვი ცეკვავდეს ჩვენთან, დიახ მიიღებს მსგავს პასუხს“ – აცხადებს ხოშტარიას.

შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია გუშინ კახეთში დააკავეს, მისი 24 საათიანი პატიმრობის ვადა დღეს ამოიწურა.

მსგავსი თემები