„არ ვიცი ლავროვის სიძე იყო თუ სხვა ადამიანი, მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია ჰქონდათ თუ არა დარღვეული “ოკუპაციის შესახებ“ კანონი“ – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოში ლავროვის ოჯახი შემოვა თუ სხვა ვინმე მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია „ოკუპაციის კანონი“ არ იოს დარღვეული. აღნიშნული კომენტარი კალაძემ „ყვარლის ტბასთან“ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც ე.წ. რუსული ქორწილი იმართებოდა.

„არ ვიცი, ლავროვის სიძე იყო თუ სხვა ადამიანი. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია ერთი რამ, ამ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა დარღვეული “ოკუპაციის შესახებ“ კანონი. შესაბამისად, თუ ამ ადამიანებს არ ჰქონდათ აღნიშნული კანონი დარღვეული, მათ სრული უფლება ჰქონდათ შემოსულიყვნენ საქართველოში”, – განაცხადა კალაძემ მედიასთან.

მსგავსი თემები