სალომე ზურაბიშვილი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს და ბორტზე არ დაუშვებენ

„არ მსურდა ქალბატონ პრეზიდენტზე რამე მეთქვა, თუნდაც იმიტომ, რომ ქალბატონია, მაგრამ მისმა სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებამ სხვა გზა არ დამიტოვა“ – აცხადებს „ჯორჯიან ეარვეიზის“ დირექტორი თამაზ გაიაშვილმა რომელიც პრეზიდენტს საკუთარ ბორტზე არ დაუშვებს.

ამ ყველაფრის მიზეზი კი პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება გახდა, როცა სალომე ზურაბიშვილმა გაიაშვილი რუსეთთან პირდაპირი ფრენის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას ბოიკოტს უცხადებს და სხვებსაც იგივე მოუწოდა.

„ქალბატონმა პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნის ავიაკომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა. იმ დროს, როდესაც ქალბატონი სალომე პარიზის ქუჩებში დასეირნობდა, ქართველი მფრინავები ხანძარმოდებულ აფხაზეთში დაფრინავდნენ. ამდენ უბედურებას სასწაულებრივად გადარჩენილი ავიაკომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული ეს შტურმი უსინდისობაა და სხვა არაფერი, მით უმეტეს, იმ პრეზიდენტისგან, რომელსაც ერთპროცენტიანი რეიტინგიც კი არ გააჩნია“ – აცხადებს თამაზ გაიაშვილი.

ის პრეზიდენტს მოღალატედ დაბადებულ ადამიანს უწოდებს.

„მოღალატედ დაბადებული ადამიანი, როგორც ჩანს, ვერც გრძნობს ხოლმე, თუ როგორ ღალატობს ადამიანებს, საქვეყნო ინტერესებს, სამშობლოს. დიდი მადლობა ქალბატონო სალომე ყველაფრისთვის, აფერუმ, რომ ასე უდგახართ გვერდში ქართულ ავიაკომპანიას… ქალბატონმა სალომემ ეროვნულ ავიაკომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა, ჩვენ მას პერსონა ნონ გრატად ვაცხადებთ და, ვიდრე ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშს არ მოიხდის, ჩვენს ბორტზე არ დავუშვებთ,” – აცხადებს გაიაშვილი.

 

მსგავსი თემები