თუ ელენე ხოშტარიას საპატიმრო ვადა გაუგრძელეს, ის სასამართლო პროცესზე მონაწილეობას არ მიიღებს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც გუშინ თელავში დააკავეს, სასამართლო პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დღეს მას არ გაათავისუფლებენ.

როგორც ხოშტარიას ინტერესების დამცველმა, თეონა კილაძემ აღნიშნა, ელენე არ აპირებს სასამართლო პროცესზე მონაწილეობის მიღებას.

„ელენემ უარი განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლებს გაჰყოლოდა თელავში, სადაც უნდა იყოს სასამართლო პროცესი, რადგან თელავში მოხდა დაკავება. ამ შემთხვევაში, ან უნდა მოხდეს 24-საათიანი ვადის გასვლის შემდეგ მისი გათავისუფლება ავჭალის იზოლატორიდან, ან პოლიციამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ გააგრძელოს კიდევ 24 საათით ადმინისტრაციული დაკავების ვადა.  რა გადაწყვეტილებას მიიღებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვენთვის არ არის ცნობილი, თუმცა გაგრძელების შემთხვევაშიც ელენე არ აპირებს სასამართლო პროცესზე მონაწილეობის მიღებას“ – აღნიშნა ადვოკატმა მედიასთან.

 

მსგავსი თემები