ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჰიროსიმაში, დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში  აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა. თებერვალში ბაიდენის კიევში ვიზიტის შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს პირისპირ პირველად შეხვდნენ.

,,აშშ აგრძელებს გააკეთოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა გააძლიეროს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობა”, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა უკრაინის უსაფრთხოების ახალი დახმარების პაკეტი გამოაცხადა. უსაფრთხოების დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც 375 მილიონი დოლარის ღირებულებისაა, მოიცავს საბრძოლო მასალას, არტილერიას და მანქანებს, თქვა ბაიდენმა.

,,რასაც თქვენ მიაღწიეთ, მთელი მსოფლიოს ეხება და ჩვენ აღფრთოვანებული ვართ იმით, რაც თქვენ აქამდე გააკეთეთ. G7-თან ერთად ჩვენ უკრაინის მხარში ვდგავართ და გპირდებით, რომ არსად მივდივართ”, – განუცხადა ბაიდენმა ზელენსკის.

ბაიდენმა გამოხატა მხარდაჭერა უკრაინაში “სამართლიანი მშვიდობისთვის” და თქვა, რომ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე “მოლაპარაკება შეუძლებელია”.

მსგავსი თემები