რუსეთის მიმართ სანქციების ახალი პაკეტი მსოფლიოში 90-ზე მეტ კომპანიას შეეხება

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ მე-11 პაკეტს აამოქმედებს. როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელი განმარტავს, ის მხოლოდ რუსეთს არ შეეხება და მსოფლიოში 90-ზე მეტ კომპანიას მოიცავს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის გაცხადებით, საუბარია უცხოურ კომპანიებზე, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარებიან.

„სერიოზულად ვაპირებთ სანქციების გვერდის ავლის აღკვეთას. ამიტომ მე-11 პაკეტში ჩავრთეთ 90-ზე მეტი კომპანია მთელს მსოფლიოში, გვაქვს მკაფიო მტკიცებულებები, რომ ისინი სანქციებს არღვევენ, ანუ ევროკავშირიდან პირდაპირ აწვდიან რუსეთს სანქცირებულ საქონელს მესამე ქვეყნების გავლით,“ – განმარტავს ევროკიმისიის პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები