,,ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს, მე რაზე ვისაუბრებ”- ირაკლი კობახიძე

,,ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს, მე რაზე ვისაუბრებ,”- ასე ეხმაურება  “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. მისი თქმით, პრეზიდენტი თვითონ აქეზებს ქსენოფობიურ კამპანიას, როცა ქორწილის მეორე დღის ჩაშლას ხალხის გამარჯვებად აფასებს.

,,ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს, მე რაზე ვისაუბრებ. მან თავის უფლებამოსილებებს მიხედოს, ჯობია. მე მისი გუშინდელი განცხადება მინდა გავიხსენო ქორწილთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ ქორწილის მეორე დღე ჩაიშალა და ესაა ქართველი ხალხის ერთგვარი გამარჯვებაო. ჯერ ერთი, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს უფლება ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით, როცა საქმე ეხება ნებისმიერ თემას, ერთი მარტივი მიზეზის გამო. საქართველოში ხალხმა პოლიტიკის განსაზღვრის ლეგიტიმაცია მიანიჭა ქართული ოცნების ხელისუფლებას, პარლამენტს, მთავრობას, ესაა რეალობა და პრეზიდენტს არ აქვს უფლება ხალხის სახელით ისაუბროს მით უმეტეს, რომ ის თავიდან ბოლომდე აცდენილია იმ ხალხის ნებას, რომელმაც მას დაუჭირა მხარი 2018 წელს, ეს ერთი. როცა თვითონ პრეზიდენტი აქეზებს ქსენოფობიურ კამპანიას, როცა ქორწილის მეორე დღის ჩაშლას ის აფასებს ხალხის გამარჯვებად, ეს სამარცხვინოა,”- აცხადებს კობახიძე.

 

„ვერ დავუშვებ, რომ ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს…“ – სალომე ზურაბიშვილი

მსგავსი თემები