„არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას“ – ელენე ხოშტარია

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია იზოლატორიდან განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ამ სისტემასთან თანამშრომლობას არ აპირებს. ხოშტარიას გზავნილს „დროა“ ავრცელებს.

„დღეს დილით მოვიდა ციხის ადმინისტრაცია და მითხრა, რომ უნდა გავყვე პოლიციას, ცხადია, უარი განვაცხადე. ადვოკატს ისევ არაფერი შეატყობინეს, ბოლოს გავიტანე ჩემი. არსად გავყვები. არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას. ეს არ არის სასამართლო. ეს არის რუსული რეჟიმის მსახურთა დაჯგუფება. ამიტომ არც მე და არც ჩემი ადვოკატი არ ითანამშრომლებს ამ სისტემასთან. იზოლატორში ყოფნის არანაირი პრობლემა არ მაქვს. არა რუსულ რეჟიმს!”- აღნიშნულია გზავნილში.

შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია გუშინ თელავში დააკავეს. მისი დაკავება მაშინ მოხდა, როცა „ყვარლის ტბასთან“ რუსული ქორწილის გასაპროტესტებლად მყოფი აქტივისტები დააკავეს, ხოშტარია კი მათთან ადვოკატების შეშვებას ითხოვდა. ის დაკავებულია ადმინისტრაციული წესით.

 

მსგავსი თემები