,,მტკივა, რომ ახლა რუსული სიბნელე ახშობს თავისუფალ საქართველოს”- დანილოვი

,,მტკივა, რომ ახლა რუსული სიბნელე ახშობს თავისუფალ საქართველოს,” – ამის შესახებ უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი “ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, საქართველო წარსულში დატოვებს იმ ბნელ დროს, რომელიც ახლა მას ჩრდილოეთის საზიზღარი ჭაობებიდან ადევს.

,,საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და წარსულში დატოვებს იმ ბნელ დროს, რომელიც ახლა მას ჩრდილოეთის საზიზღარი ჭაობებიდან ადევს. უკრაინელები თქვენს გვერდით იქნებიან თავისუფლების ამ ბრძოლაში – მონების წინააღმდეგ. მტკივა, რომ ახლა რუსული სიბნელე ახშობს თავისუფალ საქართველოს, მაგრამ ჩვენ გავუზიარებთ ჩვენი ბრძოლის გამოცდილებას და ვიცით, რომ საქართველო იქნება თავისუფალი და დამოუკიდებელი, ტერიტორიულად მთლიანი და სუვერენული! მოდით, ერთად ვიყოთ!,”- წერს დანილოვი.

მსგავსი თემები