,,ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყვარელში დაკავებული ადამიანების უფლებები იყოს დაცული”- სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ყვარელში, ანტირუსულ აქციაზე დაკავებულ მოქალაქეები  ომბუდსმენის წარმომადგენლებმა მოინახულეს. მისივე თქმით, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელთან შეხვედრაზე.

,,სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები პირველივე წუთიდან ჩართულები არიან ამ პროცესში. ჩემი ინფორმაციით, 17-მდე ადამიანია დაკავებული და ყველა მათგანთან შედიან, ნახულობენ, მათ შორის, ელენე ხოშტარიასთან იყო ჩვენი წარმომადგენელი მისული, მაგრამ მან უარი განაცხადა მასთან შეხვედრაზე. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ჩვენი მანდატის ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ დაკავებული ადამიანების უფლებები იყოს დაცული და მონიტორინგი გავუწიოთ ამ პროცესს,” – განაცხადა ომბუდსმენმა.

 

 

მსგავსი თემები