,,სალომე ზურაბიშვილის და ელენე ხოშტარიას მსგავსი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ მე-19 საუკუნეში „სტუმარ-მასპინძელი“- კობახიძე

,,როდესაც თვითონ პრეზიდენტი აქეზებს ქსენოფობიურ კამპანიას, როდესაც ქორწილის მეორე დღის ჩაშლას აფასებს ვითომ ხალხის გამარჯვებად, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის და ელენე ხოშტარიას მსგავსი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ მე-19 საუკუნეში „სტუმარ-მასპინძელი“.

,,ქორწილის ჩაშლა, მით უმეტეს იმ ადამიანის ქორწილის ჩაშლა რომელსაც არც დანაშაული აქვს კონკრეტული რაიმეში ჩადენილი და არც არაფერი, საქართველოში არის უბრალოდ ჩვენ კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენა. თავის დროზე იცით „სტუმარ-მასპინძელი“ ვაჟა ფშაველამ დაწერე მე-19 საუკუნეში მაშინ ზოგადად მსოფლიოში შედარებით ნაკლებად ცივილიზებული იყო საზოგადოება და მათ შორის ეხებოდა ეს საქართველოსაც, ბევრად უფრო მეტი სალომე ზურაბიშვილი და ელენე ხოშტარია ცხოვრობდა მაშინ საქართველოში. ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაშა ფშაველამ მე-19 საუკუნეში „სტუმარ-მასპინძელი“. მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, რომ დააკვირდეს მოვლენებს, ვინ რა დონეზე ავლენს სიბნელეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კობახიძემ.

 

,,ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს, მე რაზე ვისაუბრებ”- ირაკლი კობახიძე

მსგავსი თემები