,,საქართველო არაა მიერთებული სანქციებს, მთავარი კრიტერიუმი არის, ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა არ დარღვევა”- კობახიძე ლავროვაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილის ეკატერინა ლავროვას შემოსვლას ეხმაურება.

მისი თქმით, თუ ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არა არის, საბაჟო სამსახურს საფუძველი არ ჰქონდა, რომ კონკრეტული პირები არ შემოეშვა საქართველოში.

,,როგორც მოგეხსენებათ, საქართველო არაა მიერთებული სანქციებს, ჩვენ არ გვაქვს სანქციები დაწესებული რუსეთის ფედერაციისთვის, ამის მიზეზები არაერთხელ განიმარტა. არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ, მთავარი კრიტერიუმი არის, რა თქმა უნდა, ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა არ დარღვევა. ამ შემთხვევაში თუ არ დარღვეულა ოკუპაციის შესახებ კანონი, რა თქმა უნდა, საბაჟო სამსახურს საფუძველი არ ჰქონდა იმისათვის, რომ კონკრეტული პირები არ შემოეშვა საქართველოში. დანარჩენზე, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები გასცემენ პასუხს, მაგრამ თქვენც გირჩევთ თავიდან ბოლომდე იხელმძღვანელოთ ოკუპაციის შესახებ კანონით, რომელიც მთავარი სახელმძღვანელო პრინციპია თითოეული უწყებისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები