„ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები“ – კახა კალაძე ყვარელში განვითარებულ მოვლენებზე

 

თბილისის მერის განცხადებით, ის, რაც ყვარელში მოხდა, სპეკულაციაა და სხვა არაფერი. მისი თქმით, ქვეყანაში ვინ შემოვა მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია „ოკუპაციის კანონი“ არ იყოს დარღვეული.

„ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, ესენი არიან ფარისევლები, საერთოდ არანაირი დემოკრატია, ქვეყნის არავითარი სიყვარული, უბრალოდ, ძალიან დიდი დაშორებაა ამ ადამიანებსა და ზოგადად, დემოკრატიულ ღირებულებებს შორის. ესენი გახლავთ ადამიანები, ვინც ქვეყანას გარკვეული წლების განმავლობაში მართავდნენ, ჩვენ გვახსოვს ამ ადამიანების განცხადებები 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ღიად მოუწოდებდნენ რუსებს ჩამოსულიყვნენ, საქართველოში ემოგზაურათ, ბიზნესი ეკეთებინათ.

ასევე, გვახსოვს ოფიციალური წერილები ომიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც იწვევდნენ რუსებს საქართველოში ჩამოსასვლელად. დღეს ვისმენთ მათ განცხადებებს. ესენი არიან ჩვეულებრივი ფარისევლები, სპეკულირებენ. ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ნახოს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი“, – განაცხადა კალაძემ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „ყვარლის ტბასთან,“ სადაც რუსული ქორწილი იმართებოდა, მთელი დღის განმავლობაში აქციების ფონზე ჩაიარა. მექორწილეები რუსეთის საგარეო სამქეთა მინისტრის ოჯახის წევრები იყვნენ აქციაზე კი 16 ადამიანი დააკავეს.

მსგავსი თემები