სომხეთის გენშტაბის უფროსმა, რომლის შვილის ქორწილსაც კარანტინის პერიოდში 100-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, თანამდებობა დატოვა

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა არტაკ დავთიანმა თანამდებობა დატოვა. შესაბამის განკარგულებას სომხეთის პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.

არტაკ დავთიამა გენშტაბის უფროსის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული კარანტინის ფარგლებში შვილს ქორწილი გადაუხადა.

როგორც სომხური მედია წერს, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის შვილის ქორწილი ერთ-ერთ აგარაკზე გაიმართა და მას 100-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა.

მოგვიანებით, დავთიანმა განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ მისი აზრით, ქორწილი კარანტინის დარღვევას არ წარმოადგენდა და ის მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

მსგავსი თემები