„იღებენ ფულს რუსი მდგმურებისგან, იღებენ რუსულ რუბლებს რუსეთის ბიუჯეტიდან“ – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ქმედებებს კახეთში „რუსული ქორწილის“ ჩაშლის  და აქციების გამო პროვოკატორებს უწოდებს და აცხადებს რომ ისინი თავად არიან დამოკიდებულები რუსულ ფულზე.

„მათი მიზანი მარტივია. დღემდე ცდილობენ ესკალაციას, ქვეყანაში არეულობის შემოტანას და ურთიერთობების მაქსიმალურად დაძაბვას. საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი. მინდა, შეგახსენოთ, მათი მეგობრები, იგივე უკრაინიდან, სხვა მხრიდან პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, რომ საქართველოში გაგვეხსნა მეორე ფრონტი. თითოეული ეს პროვოკაცია, მათ შორის გუშინდელი, ემსახურებოდა იგივეს, არეულობის შემოტანა და მეორე ფრონტი.

კრახით დასრულდა როგორც გუშინდელი, ასევე გუშინწინდელი აქცია და ამ კრახს ერთმანეთს აბრალებდნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერები. სინამდვილეში ამ კრახს აქვს ერთადერთი მიზეზი, მიზეზი არის ის, რომ ქსენოფობია შეუთავსებელია ქართულ კულტურასთან და მეორე, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რა მიზნები ამოძრავებს ამ პროვოკატორებს, როგორიც არიან: ხოშტარია, ვაშაძე და სხვები, რომლებიც თვითონ იღებენ ფულს რუსი მდგმურებისგან, იღებენ რუსულ რუბლებს რუსეთის ბიუჯეტიდან“ – აცხადებს კობახიძე.

 

მსგავსი თემები