რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერლის, დიანა ღურწკაიას მეუღლე პიოტრ კუჩერენკო გარდაიცვალა. რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, კუჩერენკო 46 წლის იყო. ის თვითმფრინავში გახდა შეუძლოდ, რის შემდეგაც თვითმფრინავი დაუგეგმავად სხვა ქალაქში დასვეს, თუმცა, მცდელობა დაგვიანებული აღმოჩნდა. რუსი პოლიტიკოსი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად მგზავრობდა.
დიანა ღურწკაიას მეუღლე, რუსი პოლიტიკოსი თვითმფრინავში გარდაიცვალა
