ზუბალაშვილების ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ზუბალაშვილების ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩხუბში  ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით არის დაწყებული.

პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოფარგლული. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მსგავსი თემები