2006 წელს რუსეთიდან სატვირთო თვითმფრინავებით გამოყრილებს ამნისტია შეეხებათ

რუსული მხარე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის მოხსნისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, იმ მოქალაქეებზე „ზრუნვასაც“ იწყებს, რომლებიც 2006 წელს სატვირთო თვითმფრინავებში შეყარა და როგორც ბარგი ქვეყნიდან გამოაძევა.

როგორც  „ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი“ დიმიტრი ლორთქიფანიძე „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, მიმდინარეობს რუსეთთან მუშაობა ამ „ინცინდენტის“ გამოსწორებაზე.

„2006-2007 წლს ინციდენტი, როდესაც რუსეთის ფედერაციაში არალეგალურად მცხოვრები ქართველების დეპორტაცია მოხდა მასობრივად და მათ შორის სატვირთო თვითმფრინავებით, ეს იყო შეურაცხმყოფელი და რჩება ჩვენს მეხსიერებაში როგორც შეურაცხმყოფელი აქტი. ჩვენ ეს უნდა გამოვასწოროთ და უნდა გამოვასწოროთ იმ  კუთხით, რომ ვიწყებთ მუშაობას, რომ ყველა ის დეპორტირებული ადამიანი, რომელთაც ნათესავი, ოჯახის წევრი თუ ახლობელი დარჩათ რუსეთის ფედერაციაში, ან იქ საქმიანობა დატოვეს და აუცილებელია ამ საქმის დასრულება, გაგრძელება ან ორმხრივი კონტაქტი, ამ ადამიანებისთვის გაკეთდეს ამნისტია. ისინი ამ დეპორტიდან გამომდინარე არ უნდა იყვნენ შეზღუდულები რომ დაბრუნდნენ ფედერაციის ტერიტორიაზე. ამას ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვს“ – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე „მედიაცენტრ მთავართან“.   

მისი თქმით, აღნიშნული საკითხის გამოსწორება ქართულ-რუსული ახალი ურთიერთობის ნაწილია.

„ეს არის ძალიან აქტუალური საკითხი, თუ როგორ გადაწყდება მათი ბედი,  ვისი დეპორტაციაც მოხდა რუსეთიდან. ჩვენ ვთვლით, რომ ვინაიდან იშლება ახალი ფურცელი ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, საჭიროა, ამ ადამიანებზე მომავალში რაიმე ტიპის შეზღუდვა არ გავრცელდეს. თუ ახალ ფურცელ ვშლით, საჭიროა ეს დეპორტაციის საკითხიც გამოსწორდეს“ – აღნიშნა ლორთქიფანიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები