,,პუტინის მიერ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განკარგულება სატყუარაა, რომელშიც უნდათ, ქართველი ხალხი ჩაითრიონ”- მამუკა ხაზარაძე

,,აგრესორი, რომელსაც დაპყრობილი აქვს ჩვენი ქვეყნის 20%, რომელიც სასტიკ სისხლის ღვრას სჩადის უკრაინაში, მისგან შემოთავაზებული ნებისმიერი სატყუარა უნდა იქნეს ოკუპირებული,”- ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პუტინის განკარგულება ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით არის სატყუარა, რომელშიც უნდათ, ქართველი ხალხი ჩაითრიონ.

,,პუტინის მიერ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განკარგულება არის სატყუარა, რომელშიც უნდათ, ქართველი ხალხი ჩაითრიონ. ნუ დაგვავიწყდება, რომ სულ რამდენიმე წლის წინ ჩვენი თანამოქალაქეები სატვირთო თვითმფრინავით სამარცხვინოდ გამოისტუმრეს რუსეთიდან. ამ პოლიტიკას ხელს უწყობს „ქართული ოცნება“ , რომელიც ყოველდღიურად ახორციელებს რუსული პოლიტიკის გატარებას საქართველოში. რუსეთი არის აგრესორი და ამავე დროს, რუსი მოქალაქეები, რომლებიც შემოდიან საქართველოში, უვადოდ არიან, პრაქტიკულად, საქართველოს ტერიტორიაზე. სასწრაფოდ მოსათხოვია და ამას „ლელო“ ითხოვს ბოლო თითქმის 2 წლის განმავლობაში, რომ სასწრაფოდ შემოღებული იქნეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და ამ საკითხის გასატანად „ლელო“ გააკეთებს ყველაფერს ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად. აგრესორი, რომელსაც დაპყრობილი აქვს ჩვენი ქვეყნის 20%, რომელიც სასტიკ სისხლის ღვრას სჩადის უკრაინაში, მისგან შემოთავაზებული ნებისმიერი სატყუარა უნდა იქნეს ოკუპირებული. აი, ეს იქნება ნამდვილი, ღირსეული პოზიცია იმისა, რომ საქართველო, როგორც სუვერენული, დამოუკიებელი ქვეყანა, იყოს იქ, სადაც მას ეკუთვნის, რომ იყოს, – განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებები რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ძალაში დღეიდან, 15 მაისიდან შედის.

მსგავსი თემები