,,ქოცებს” ხუმრობით, ქოლცებს ვეძახი”- იაგო ხვიჩია

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის,  იაგო ხვიჩიას განცხადებით, “ქოცებს” ხუმრობით “ქოლცებსაც” კი უწოდებს. მისი ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა, რადგან მისი დანაშაულიც არ გამოიკვეთოს.

,,ჩვეულებრივი ამბავი რომ იყოს, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ქოცები და ნაცები შანსს არ გაუშვებდნენ ერთმანეთთან ამ კომისიის ფარგლებშიც ეჩხუბათ, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ იმის გამო, რომ მისი დანაშაულიც არ გამოიკვეთოს ამ საქმეში, ოპოზიციის წინააღმდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნასაც არ დაუჭირა მხარი. ქოცებს ხუმრობით, ქოლცებსაც კი ვეძახი მას შემდეგ, რაც ეს საკითხი გაირკვა,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები