„ვისაც ჯარში არ უნდა, იმას ჯარში რა უნდა“ – იაგო ხვიჩია

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის შენობასთან „გირჩის“ მიერ ორგანიზებილი აქცია – „არა მონობას“ იმართება. აქცია ჯარში გაწვევის წესს ეხება. როგორც „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, ვისაც ჯარში სამსახური არ სურს, მისი იძულებით გაწვევა არ უნდა მოხდეს.

„ვისაც ჯარში არ უნდა, იმას ჯარში რა უნდა? ჩვენი მოთხოვნა ძალიან მარტივია –  არა სავალდებულო სამხედრო სამსახურს! არა მონობას, სადაც ადამიანებს იძულებით უფასოდ ამუშავებენ „ვიშკაზე“ და „შლაგბაუმის“ გამღებად. სწორედ ამას ვაპროტესტებთ და ვამბობთ, რომ ეს არ შეიძლება იყოს ქართული ჯარის გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმა“ – აცხადებს იაგო ხვიჩია.

მისი თქმით, ადამიანს საქმე ისე არ უნდა გაუხადონ, რომ დეზერტირობაზე მიდიოდეს.

„ადამიანს საქმე ისე არ უნდა გაუხადო,  რომ დეზერტირობაზე ოცნებობდეს. ამ ქვეყანაში საკმარისად არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ და ოცნებობენ ჯარისკაცობაზე, ჩვენ იმათ შევუქმნათ პირობები და არავის ჯარში წაყვანა არ მოგვიწევს“, – აცხადებს ხვიჩია.

მსგავსი თემები