,,გვინდა, საჰაერო კოალიცია შევქმნათ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინისთვის საჰაერო კოალიციის შექმნის შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან ერთობლივი საუბრისას განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღეს სუნაკთან შეხვედრაზე რეაქტიული თვითმფრინავების თემა განიხილეს.

,,ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რადგან ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ცას. თქვენ იცით ამის შესახებ. გვინდა, საჰაერო კოალიცია შევქმნათ. და მე ძალიან დადებითად ვარ განწყობილი ამის შესახებ. ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე. მალე მოისმენთ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, მაგრამ ამაზე ცოტა მეტი უნდა ვიმუშაოთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

თავის მხრივ, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი იქნება ამ ქვეყნების კოალიციის მთავარი წევრი.

“ეს არ არის ადვილი საკითხი, როდესაც განვიხილავთ თვითმფრინავების საბრძოლო პოტენციალის შექმნას. ეს არ არის მხოლოდ თვითმფრინავების მიწოდება. ეს ასევე არის პილოტების მომზადება და ლოგისტიკის საკითხი”, – განაცხადასუნაკმა.

მსგავსი თემები