საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირ ფრენას „აზიმუტი“ განახორციელებს

საქართველოს-რუსეთს  შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას  ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი განახორციელებს,  ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.

„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 15 მაისს გაიცა. ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე, შესრულდება მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები