,,პირდაპირი ფრენები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთში  ცხოვრობენ, შეიძლება, სამართლიან და სასიკეთო გადაწყვეტილებად შეფასდეს”- წულუკიანი 

ჩვენ რასაც ვხედავთ და მგონია, რომ სწორად ვხედავთ, უვიზო მიმოსვლის აღდგენას რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საქართველოს მოსახლების ძალიან დიდი უმრავლესობა შეხვდა დადებითად, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით,  გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში  დაცული იქნება სანქციები, რომლებიც მოქმედებს,

„ეს იქნა აღქმული გადაწყვეტილებად, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნოდა და არავითარი საფუძველი, რომ ჩვენი მოქალაქეები ყოფილიყვნენ დასჯილები და ვალდებულები რომ მრავალდღიანი, მრავალკვირიანი პროცედურები გაევლოთ ხოლმე, რათა საკუთარი ოჯახის წევრი ენახათ, საკუთარი შვილიშვილის დაბადება აღენიშნათ ან ტრაგიკულ შემთხვევებში სამგლოვიარო ცერემონიას დასწრებოდნენ, ეს აღარ იქნება საჭირო. შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში კვლავ ცხოვრობენ, ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის სამართლიან და სასიკეთო გადაწყვეტილებად შეფასდეს“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

მსგავსი თემები