,,თქვენი ქვეყნის სიმამაცე შთამაგონებელი გახდა ყველა ჩვენგანისთვის”- სუნაკი ზელენსკის

,,თქვენი ლიდერობა, თქვენი ქვეყნის სიმამაცე შთამაგონებელი გახდა ყველა ჩვენგანისთვის,”- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.

,,თქვენ ხართ პირველი ლიდერი, რომელსაც მე, როგორც პრემიერი ჩექერსში ვიღებ. ადგილი, სადაც ვდგავართ ისტორიულია. სწორედ ამ ოთახიდან ჰქონდა ჩერჩილს მეორე მსოფლიო ომის დროს რამდენიმე ცნობილი გამოსვლა. ზუსტად ასევე დღეს, თქვენი ლიდერობა, თქვენი ქვეყნის სიმამაცე შთამაგონებელი გახდა ყველა ჩვენგანისთვის. დღეს განვიხილავთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ თქვენი ქვეყნის მხარდასაჭერად,”- განაცხადა რიში სუნაკმა.

მსგავსი თემები