„რუსეთი და ირანი თანამშრომლობას აფართოებენ“ – აცხადებენ აშშ-ში

ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთ-ირანის თანამშრომლობის გაღრმავებაზე საუბრობენ. როგორც  თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ კირბი აცხადებს, რომ აშშ-ში ირანისთვის მორიგი სანქციების დაწესება განიხილება.

„არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსეთი და ირანი აფართოებენ თანამშრომლობა თანამშრომლობა განსაკუთრებით შესამჩნევია თავდაცვის მიმართულებით. ეს კი მოსკოვს ეხმარება გააგრძელოს უკრაინაში ომი, ხოლო ირანის მეზობლებს საფრთხეს უქმნის… ირანი რუსეთს აწვდის ცალმხრივი შეტევის დრონებს, მათ შორის 400 დრონს აგვისტოს შემდეგ“ – ამბობს ჯონ კიბრი

თეთრი სახლი ირანისთვის მორიგი სანქციების დაწესებას განიხილავს.

 

მსგავსი თემები