რუსეთთან ფრენების აღდგენა პარლამენტთან გააპროტესტეს

“სამალიოტი აფრინდა – სანქციები დაფრინდა” – სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გასაპროტესტებლად საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ აქციები პერმანენტული იქნება და სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.

აქციის მონაწილეებმა  “მაისის მოძრაობის” შექმნა დააანონსეს, რომელიც რუსეთთან თბილ ურთიერთობებს და პრორუსულ კამპანიას გააპროტესტებს.

„გადავწყვიტეთ, რომ  ჩამოვაყალიბოთ მოძრაობა, რომელსაც “მაისის მოძრაობა” ერქმევა.  მოძრაობა აპოლიტიკურ ხასიათს შეინარჩუნებს. ეს იქნება მოქალაქეების გაერთიანება, რომელიც ამ მიზნებისთვის ყველაფერს გააკეთებს. ჩვენი მიზანია, რუსეთთან დაახლოებას და ევროკავშირთან დაშორებას ხელი შევუშალოთ”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა კახა წიქარიშვილმა.

მსგავსი თემები