„2008 წელს იყო ამ ქვეყანაში ომი… მანამდე არ იყო რუსეთი ოკუპანტი?“ – მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე საქართველოს მეგობარ ქვეყნებს აკრიტიკებს და ეკითხება 2008 წლამდე რუსეთი არ იყო ოკუპანტი? მისი თქმით, უკრაინის ომის გამო ეს ყველაფერი უნდა გადავშალოთ?

„ყველას ავიწყდება, რომ მათმა ბელადმა და ლიდერმა (სააკაშვილი) ცალმხრივად მოუხსნა სავიზო შეზღუდვები რუსებს. ამ შემთხვევაში საუბარია, რომ თურმე ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები ჩვენს მოქალაქეებს. თუ სააკაშვილი უხსნიდა სანქციებს რუსებს, ეს თურმე პროევროპული ყოფილა და ჩვენ თუ საკუთარ მოქალაქეებს არ ვუწესებთ, ეს ყოფილა პრორუსული. ასეთი ლოგიკა აქვთ  ჩვენს ოპონენტებს.

სამწუხაროა, რომ, მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელსაც არ ახსენდება 2008 წლის ომი და ისიც ათვლას იწყებს უკრაინის ომიდან გამომდინარე. სააკაშვილის გადაწყვეტილება, რომ რუსებს მოუხსნა სანქციები, არის კარგი და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ საკუთარ მოქალაქეებს არ დაუწესოს დე ფაქტო თუ დე იურე სანქციები, ეს არის ცუდი. ამ ლოგიკას ასაღებენ საზოგადოებას. ეს ლოგიკა არ გავა, ამ ანკესზე საზოგადოება არ წამოეგება“, – განაცხადა მდინარაძემ მედიასთან.

მსგავსი თემები