თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება. ინფორმაციას თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელი, აჰმედ იენერი ადასტურებს.

მეორე ტურში მონაწილეობას მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი მთავარი ოპოზიციონერი მოწინააღმდეგე ქემალ ქილიჩდაროღლუ მიიღებენ.

ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, თურქეთის მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხმათა – 49.50%, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი 44,89% აქვს.

მსგავსი თემები