რუსეთი უნდა გავიდეს უკრაინიდან, როგორც საბჭოთა კავშირი ავღანეთიდან – კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით,  რუსეთმა უკრაინაში ისე უნდა დაეხიოს, როგორც ეს მოსკოვმა ავღანეთში 1980-იან წლებში გააკეთა.

მისი თქმით, ომი მაშინ დასრულდება, როდესაც რუსული ჯარები უკან დაიხევენ.

„ომი მაშინ დასრულდება, როდესაც რუსეთი მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა, როგორც ავღანეთში, როდესაც ათი წლის შემდეგ უკან დაიხიეს. თუ თქვენ თვლით, რომ ყველაფერი დაიწყო 2014 წელს, მაშინ ჩვენ უკვე მეათე წელში ვართ“, – განაცხადა  კალასმა.

მსგავსი თემები