,,ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც მოქმედებს უკრაინა, როცა რუსული გაზის უშველებელ რაოდენობას ატარებს თავის ტერიტორიაზე”- გია ვოლსკი

„ჩვენ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც მოქმედებს უკრაინა, როცა რუსული გაზის უშველებელ რაოდენობას ატარებს თავის ტერიტორიაზე,” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი თუ გარკვეული გადაწყვეტილებით შემოდის, ეს მის ინტერესებშიც არის.

„ჩვენ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც მოქმედებს უკრაინა, როცა რუსული გაზის უშველებელ რაოდენობას ატარებს თავის ტერიტორიაზე. ისევე, როგორც თავისი ინტერესებით მოქმედებს მოლდოვა. ასევე ისრაელი გაცილებით მეტ რეისს იღებს რუსეთიდან, ვიდრე მანამდე სხვა ქვეყნები. ჯერ სპეკულაციების გარდა არაფერი გამიგია. რაც შეეხება ვაშაძის განცხადებას, სამოქალაქო დაპირისპირების თემა გიორგი ვაშაძესა და მის მოკავშირეებს აქვთ. ვაშაძე იმასაც ამბობს, რომ ხელისუფლებას მისი ლიკვიდაცია უნდა. ისიც თქვა, რომ სხდომათა დარბაზში მოჭიდავეებმა უნდა მცემენო. ბევრ სისულელეს ამბობს, მაგრამ მოცემულობა არსებობს, სადაც ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, რომელიც ჩვენს ინტერესებს შეესაბამება. გიორგი ვაშაძის ინტერესია, საზოგადოება დააპირისპიროს, მათ შორის ფიზიკურად“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები